ორბანი დიდ სკანდალშია: უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის აგენტად ამხილეს

31.03.26 21:26
ორბანი დიდ სკანდალშია:  უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის აგენტად ამხილეს

სკანდალური სატელეფონო ჩანაწერის ფიგურანტები სერგეი ლავროვი და პიტერ სიიარტო არიან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვი სთხოვს, ევროკავშირის სანქციების შავი სიიდან, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და ამოიღონ. უნგრეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ლავროვს ჰპირდება, რომ რუსულ ფულს და გავლენიან პირებს სანქციებს აარიდებს.

უკვე ოფიციალურად უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის აგენტად ამხილეს. თუ აქამდე მხოლოდ ეჭვობდნენ, ახლა ევროპულმა ჟურნალისტური გამოძიებამ დაადასტურა, რომ უნგრეთი მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობს და ევროკავშირში კრემლის ინეტრესებს ატარებს. რაში გამოიხატება ეს? ვიქტორ ორბანის მთავარი დავალებაა, რუს ოლიგარქებს, კომპანიებსა და ბანკებს სანქციები აარიდოს, წინააღმდეგ შემთვევაში, ორბანი ბრიუსელს ვეტოს უფლებით აშანტაჟებს.

უმძიმესი სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობაა პიტერ სიიარტომ დაადასტურა. ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ასეთი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს ბიძინაა ივანიშვილს, რომელსაც აღარც ევროკავშირში ენდობიან და რომელიც ბრიუსელის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კრემლს აწვდის. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებულ უნგრელ კოლეგას რამდენიმე თვის წინ მაკა ბოჭორიშვილი ამ სიმღერით დაბადების დღეს ულოცავდა.

უნგრეთის ფარული თანამშრომლობა კრემლთან - ინნა ცარციძე დეტალებით