რა უფლება მაქვს, თავისუფლება არ დავიცვა ყველაფრის ფასად?! ჰოდა, დავიცავთ! - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან
“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და საერთო ეროვნული მობილიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მთელი მისი ოჯახი ჩართული იყო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და მას არ აქვს უფლება, თავისუფლება არ დაიცვას.
ჩემი დიდი ბაბუა აკაკი ხოშტარია პირველი რესპუბლიკის მთავრობას ფინანსურად ეხმარებოდა.
ჩემი ბაბუა მეთოდე ხოშტარია რუსებმა 1938 წელის 21 მაისს დახვრიტეს.
ჩემი მამა გოგი ხოშტარია დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერია.
მე რა უფლება მაქვს, თავისუფლება არ დავიცვა ყველაფრის ფასად?! - არანაირი. ჰოდა, დავიცავთ!
საერთო ეროვნული მობილიზაცია!
რუსთავის ქალთა ციხე.
31/03/2026, - წერია ხოშტარიას წერილში.