ირანის საელჩოს განცხადება “ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული - ხატია დეკანოიძე

31.03.26 23:15
ირანის საელჩოს განცხადება “ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული - ხატია დეკანოიძე

ენმ-ის ლდიერი, ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ირანის ელჩის განცხადება “ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული.

როგორც დეკანოიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სხვა შემთხვევაში, ამ განცხადებას აუცილებლად მოჰყვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, თუმცა ასე არ მოხდა.

მისი თქმით, “ირანი თავს უფლებას იმიტომ აძლევს მუქარანარევი ტონით ელაპარაკოს საქართველოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაუცველი და მას პარტნიორები არ ჰყავს.“

მე მგონია, რომ ირანის საელჩოს განცხადება “ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან რომ შევადაროთ.. ან რა ვიცი, შეიძლება რუსებმა მიაწოდეს. ამ უსაფრთხოების კონდიციით, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, გამორიცხული არაფერია, თან თუ გავითვალისწინებთ კავშირებს, რომელიც “ქართულ ოცნებას“ აქვს. საქართველო დღეს არის დაუცველი, მას არ ჰყავს პარტნიორები და ამიტომ, ირანი თავს აძლევს უფლებას, რეჟიმი, რომ ასეთი მუქარანარევი ტონით ელაპარაკოს საქართველოს. როდესაც საქართველო სუსტია, არავითარი რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი ბერკეტები მას არ გააჩნია, მთავარი, ძირითადი უსაფრთხოების მექანიზმი, რომელსაც ივანიშვილი ქადაგებდა, წლების განმავლობაში, ეს იყო პროპაგანდაზე დაფუძნებული ომი-მშვიდობის გზავნილი და აღმოჩნდა, რომ არც ამ მშვიდობის დამცველი არ არის ივანიშვილი, იმიტომ რომ გამოვიდა ირანის ელჩი და საჯაროდ ასეთი მუქარა გამოუგზავნა. ეს იყო შეთანხმებული განცხადება, რადგან არც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყოლია ამას. საქართველოს შეუძლია გაუბედოს ყველამ ყველაფერი, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ დაუცველები და არავითარი ღირებულება - არც მშვიდობა და არც სტაბილურობა ივანიშვილისთვის არ არის,- განაცხადა დეკანოიძემ.

ირანის ელჩმა საქართველოში საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაწერა,რომ "ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ" .

ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს," - დაწერა სეიედ ალი მოჯანმა. 

მსგავსი სიახლეები