ივანიშვილს ყველაზე მეტად რისიც ეშინია, ეს არის ერთიანობა და ერთ მუჭად შეკრული საქართველო - ხატია დეკანოიძე

31.03.26 23:33
ივანიშვილს ყველაზე მეტად რისიც ეშინია, ეს არის ერთიანობა და ერთ მუჭად შეკრული საქართველო - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილს ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ კარგად ვიცით ქართველებმა, ეს არის ერთიანობა, - ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებაში ივანიშვილის მითოლოგიზაცია ხდება, რაც არასწორია. 

ივანიშვილს ყველაზე მეტად რისიც ეშინია, კარგად ვიცით ქართველებმა, ეს არის ერთიანობა, ერთ მუჭად შეკრული საქართველო, გაერთიანებული იდეა დამოუკიდებლობის და თავისუფლების და ეს არის ის იდეა, რომ მეც, თქვენც, თუნდაც ჩემგან პოლიტიკურად განსხვავებულმა ადამიანმაც, კარგად უნდა იცხოვრონ. ჩვენმა შვილებმა ყველამ ერთად უნდა იცხოვროს კარგად. ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, ძალა ერთობაშია, - განაცხადა დეკანოიძემ. 

მისი თქმით, ხალხში უიმედობაა, რადგან ყველას ჰგონია, რომა რაფერი შეიცვლება, თუმცა ასე არ არის.

ყველას მინდა ვუთხრა და დავარწმუნო, რომ ყველაფერი შეიცვლება თუ ყველა ერთად მოვინდომებთ და ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს,- დასძინა მან.