დეკანოიძე: დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ილია დარჩიაშვილის ელჩად დანიშვნა გადამწყვეტ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობით საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები მძიმე კრიზისშია, ამიტომ ვინ იქნება "ოცნების" გუნდიდან ელჩის პოზიციაზე, არსებითი მნიშვნეობა არ აქვს.
რა მნიშვნელობა აქვს დარჩიაშვილი სად იქნება? არაფერი გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის და პასუხისმგებლობით და დანაშაულით, საქართველოსა და დასავლურ სამყაროს შორის, ევროკავშირს შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არის უმძიმესი კრიზისი და ეს არის ის ანტოდასავლური ანტიევროპული კამპანია, რომელიც დაიწყო თვითონ ივანიშვილმა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის კადრია თუ არა, მთელი ამ შიდა კლანური დაპირისპირების შემდეგ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ იდეური ერთობა არ არსებოსბ "ქართულ ოცნებაში". ყველა არის ფულის გარშემო მობილიზებული, ყველა არის საკუთარი კეთილდღეობის გარშემო მობილიზებული და პრაქტიკულად, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებს არ ჰყავთ ერთგული ადამიანები და ეს არის ზუტსად ის კლანური დაპირისპირება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე დაძაბულია. დაწესებულია სანქციები „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლისა და ორი სატელევიზიო არხის მიმართ.