საქართველო დემოკრატიულ გზას ტოვებს - გერმანელი დეპუტატი

01.04.26 20:30
საქართველო დემოკრატიულ გზას ტოვებს - გერმანელი დეპუტატი

სერიოზული უკუსვლაა, — ასე აფასებს გერმანელი დეპუტატი ალექს დუროვი საქართველოში არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევის ნიშნებს აჩვენებს.

მისი თქმით, მიუხედავად წარსულში მიღწეული პროგრესისა, საქართველო ახლა ევროკავშირისგან დაშორებისკენ და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით უკუსვლისკენ მიდის. დუროვი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პოლიტიკა საზოგადოებას ყოფს და ქვეყნის მომავალზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ეს ანგარიში ასახავს ამჟამინდელ სიტუაციას. სერიოზული უკუსვლაა. საქართველო სხვა გზაზე იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ქვეყანა ახლა ამ გზას ტოვებს და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ევროკავშირის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ასევე უკან დაიხია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ეს პოლიტიკა საზოგადოებას ყოფს და ასევე გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე, ჩვენ კი სტაბილურობისა და კეთილდღეობის ვთავაზობთ მათ.მთავრობა თავისი მოქალაქეების მომავლით თამაშობს, - განაცადა დუროვმა. 

97 მომხრე 12 წინააღმდეგი - ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტი ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა და სტრასბურგში უკვე მიღებულია.

რეკომენდაციებში საუბარია პატიმრების გათავისუფლებაზე, წამებაში ბრალდებული პირების დასჯაზე და რეპრესიული კანონების გაუქმებაზე.

დოკუმენტი კონგრესის სხდომაზე განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. განხილვისას "ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა ცვლილებების შეტანა არ მოითხოვეს.