კალაძე ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევას აანონსებს - "ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით"

01.04.26 23:19
კალაძე ამერიკასთან ურთიერთობებში გარღვევას აანონსებს - "ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით"

კახი კალაძე ამერიკასთან  ურთიერთობებში გარღვევას აანონსებს. 

"დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის" - თქვა კალაძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი მიანიშნებს, აპრილის თვეზე და დაგეგმილ ვიზიტებზე. 

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის. მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება," - განაცხადა კახა კალაძემ.