მიხეილ ყაველაშვილი შტატებში მისი მეუღლის სიტყვით გამოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს
მიხეილ ყაველაშვილი შტატებში მისი მეუღლის სიტყვით გამოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს - სლოვაკეთში მყოფი ყაველაშვილი ამბობს, რომ თამარ ბაგრატიონის მიმართ უამრავი ქილიკი იყო.
სიტყვით გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს ამ ადამიანებმა, - ამბობს ყაველაშვილი.
სლოვაკეთში მყოფმა ყაველაშვილმა მისი მეუღლის თეთრ სახლში გამოსვლის შესახებ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კონტექსტში ისაუბრა.
მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე ?! ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის?! ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი - ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს, ხომ. აიტაცეს ისე მოეწონათ და მართლაც მისასალმებელი თემაა დედის ინსტინქტი, იმიტომ, რომ დედას შვილის მიმართ ყველაზე დიდი ემოციური განცდა აქვს და ამ გამოწვევებში ყველაზე მეტად ჩართული უნდა იყოს. მშობლის როლი დიდია, იმიტომ, რომ ვერ გავექცევით ამ ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენი შვილები დაცულები უნდა იყვნენ - ამ საკითხებს ეხებოდა, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს, ამ ადამიანებმა. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა და იძახი, მე პროამერიკელი ვარო, რატომ უშლი ხელს? მოდი, დალაგდეს და იქ იბრძოლე შენი უფლებებისთვის და შენ იყავი უკეთესი ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ხელს რომ უშლი ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ხარ ამ ურთიერთობის მხარდამჭერი?“ - განაცხადა ყაველაშვილმა.
თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას თეთრ სახლში საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. 24 მარტს, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, მელანია ტრამპის ორგანიზებულ „უკეთესი მომავლის" გლობალური სამიტის მონაწილეებს მიმართა. პარტია “ქართული ოცნების“ ხმებით, პრეზიდენტის პოსტზე დამტკიცებული ყაველაშვილის მეუღლის გამოსვლა სოც ქსელში, კრიტიკა მოჰყვა. მიზეზი წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვის დროს დაშვებული შეცდომებია.