შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი ვიზიტი მეტწილად ეკონომიკური ხასიათის იქნება, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში.
შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც შავი ზღვის რეგიონია და ეს რეგიონი დღეს ვიცით, რომ არის საერთაშორისო მოვლენების ეპიცენტრში, ამიტომ, რა თქმა უნდა შეერთებული შტატების ხელისუფლება დაელაპარაკება ნებისმიერს საკუთარი ეროვნული ინტერესების გასამყარებლად ამ რეგიონში.
ასევე, ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში არის საუკუნოვანი მნიშვნელობის სამხედრო კამპანია შეერთებული შტატებისა და ისრაელის ავტორობით ირანის წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ საქართველო, როგორც მომიჯნავე ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ფართო შავი ზღვის რეგიონს შორის არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ინტერესის სფეროში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსი, პროირანული, ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერი ე.წ. ხელისუფლება და ამ მნიშვნელოვან ვითარებაში, როდესაც ბევრი საერთაშორისო შესაძლებლობაა ჩვენ წინაშე, ჩვენი ქვეყანა მიტაცებული აქვს რუსულ, ირანულ, ჩინურ რეჟიმს," - განაცხადა "დროას" წევრმა, გიგა ლემონჯავამ.
არსებული ცნობებით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ როგორც "ქართული ოცნების" წევრებთან, ისე ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან.
შეგახსენებთ, რომ ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
მისივე თქმით, თითოეული ვიზიტით ორივე მხარე ურთიერთობის ნულიდან აღდგენას ცდილობს.