ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

07.04.26 13:48
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. 

მოგვიანებით შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს "მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის".

შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის," -  წერს ირაკლი კობახიძე.