კალაძე ამერიკული დელეგაციის დაანონსებულ ვიზიტზე კომენტარს აკეთებს
კალაძე ამერიკული დელეგაციის დაანონსებულ ვიზიტზე კომენტარს აკეთებს - დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ოფიციალურ ვიზიტზე პოზიტიური მოლოდინები აქვს.
"საქართველო მზად არის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ორმხრივი უნდა იყოს." -განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის დელეგაციის ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და კდიევ ერთელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"TV პირველის" ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ესტუმრებიან. ვიზიტის ამოცანა რეგიონში ამერიკის ეკონომიკური ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაა.
"TV პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ოპოზიციონერ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გეგმავს შეხვედრას. 2 ვიზიტი ბოლო ერთ თვეში - ჯერ საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი პიტერ ანდრეოლი ესტუმრა და ანაკლიის პორტი მოინახულა. ანაკლიაში ჩასვლით გამოჩნდა, რომ ამ ვიზიტის მიზანი ღრმაწყლოვან პორტში ამერიკელების ინტერესის გამოკვეთა იყო, შემდეგ კვირას დაგეგმილი მორიგი ვიზიტი კი ოპოზიციის შეფასებით შეერთებული შტატების 2 მთავარ ინტერესს გამოკვეთს - ტრამპის მარშრუტის განვითარება და ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები.