"ბიძინა ცოტა ფრთხილად იყოს იმიტომ, რომ ბავშვები [კობახიძე] ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ" - ხუხაშვილი

07.04.26 15:36
"ბიძინა ცოტა ფრთხილად იყოს იმიტომ, რომ ბავშვები [კობახიძე] ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ" - ხუხაშვილი

 

 

"ბიძინა [ივანიშვილი] ცოტა ფრთხილად იყოს იმიტომ, რომ ბავშვები [კობახიძე] ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და გუშინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს "დასჭირდა სისტემისთვის ეჩვენებინა, რომ ირაკლი კობახიძე არაფერს არ წარმოადგენს".

როგორც ჩანს, დასჭირდა უკვე, რომ თვითონ სისტემაში თუ რაღაც ეჭვები გაჩნდა, რომ კობახიძე რამეს წარმოადგენს, სისტემისთვის ეჩვენებინა, რომ კობახიძე არაფერს არ წარმოადგენს -  აქ ვარ მე ბატონ-პატრონი და ჩემზე უნდა ილოცოთ. 

რაც შეეხება კობახიძეს, ნუ ის ტრაგიკული პიროვნებაა, მის სახეზე ისეთი სიძულვილი იყო პოლიტიკური მამის აღბეჭდილი, გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, რომ ბიძინა ცოტა ფრთხილად იყოს იმიტომ, რომ ბავშვები ზოგჯერ აფექტის მდგომარეობაში ცუდ რაღაცებს აკეთებენ, სიფრთხილეა მაინც საჭირო.

რაც შეეხება, რაზე უნდა ესაუბრათ, უნდა ესაუბრათ და ისაუბრეს კიდეც, ალბათ, იმ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს დიდი ხანია აქვთ და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ალიევს ზუსტად ეს სტრატეგია აქვს აღებული და იმედი მაქვს, რომ ივანიშვილსაც აიყოლიებს ამაში, მაგრამ ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ურჩევდა, რომ ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს, მაიმუნობას თავი გაანებოს, ის მართავს ქვეყანას, ის იღებს ამ უფლებებს, შესაბამისად ვალდებულებაც დაიბრუნოს, გახდეს პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის რანგში სადაც საჭიროა იქ შეხვდეს მაღალ სტუმრებს და არა თავის სახლში ხინკალზე ატაროს," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრებში, საუბარი არ ისმის, ის პარტიის პრესსამსახურმა შეხვერის დასრლების შემდეგ გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და  მიხეილ ყაველაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევა  ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ალიევის კრიტიკოსის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმაღამის 04:00 საათზე მიიღო.