აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

07.04.26 17:44
აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში დაგეგმილი შესაძლო ვიზიტის შესახებ - საელჩოს პასუხს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

„ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი“, - ნათქვამია საელჩოს წერილობით პასუხში.

შესაძლო ვიზიტზე თავდაპირველად გასული კვირის ბოლოს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.