„ოცნება“ გრანტებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აზუსტებს - რა განმარტებები კეთდება
ერთი თვის წინ მიღებულ კანონში ცვლილებები შედის — „ქართული ოცნება“ გრანტებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აზუსტებს. კანონპროექტის ახალი რედაქციით, უცხოურ გრანტად აღარ ჩაითვლება ფინანსური რესურსი, რომელიც დიპლომატიური მისიებიდან მოდის.
ივანიშვილის გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებები დიპლომატიური საქმიანობის თავისუფლებას არ ზღუდავს და მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც უცხოური დაფინანსება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას გულისხმობს.
თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საელჩოს, თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს თანხას თავისი მიზნების განსახორციელებლად, ვენის კონვენციის შესაბამისად საქმიანობისთვის, ეს იქნება ვთქვათ, რომ თანამშრომლები დაიქირავოს, რაღაც საჯარო პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა მოახდინოს, ამ ყველაფერს არც მოქმედი კანონით სჭირდებოდა მთავრობასთან შეთანხმება და არც ახალი ცვილებების მიღების შემდეგ დასჭირდება.
თუ საელჩო გსცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე თანხას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ, საზოგადოებაზე ზეგავლების მოსახდენად, ეს ჩაითვლება გრანტად და ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას, - ამბობს არჩილ გორდულაძე.
აღნიშნული დაზუსტების მიუხედავად, იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტში არსებითად არაფერი იცვლება. მათი თქმით, ის მაინც რჩება ხელისუფლების ხელში როგორც იარაღი, რომელიც თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.
იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ გასაუქმებელია.