გარეჯი ივანიშვილის და ალიევის მაფიოზურ გარიგებას შეეწირა - ნათელაშვილი
გარეჯი ივანიშვილის და ალიევის მაფიოზურ გარიგებას შეეწირა, ამ ტარიფებს და მილიარდების გადანაწილებას, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის სპეცრაზმი და სასაზღვრო ჯარები შემოუძღვნენ ალიევის სასაზღვრო ჯარებს 2019 წელს, აპრილში, და დაიკავეს აღდგომის და ჩიჩხიტურის მონასტრები.
გარეჯი ივანიშვილის და ალიევის მაფიოზურ გარიგებას შეეწირა, ამ ტარიფებს და მილიარდების გადანაწილებას. სააკაშვილის დროს გარეჯი იყო თავისუფალი, ჩვენ ჩავდიოდით, ტურისტები ჩადიოდნენ. ახლა რა იჭუკჭუკეს, ალიევმა - სააკაშვილმა ალადინის გამოქვაბულში, ეგ არ არის ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილის სპეცრაზმი და სასაზღვრო ჯარები შემოუძღვნენ ალიევის სასაზღვრო ჯარებს 2019 წელს, აპრილში, და დაიკავეს აღდგომის და ჩიჩხიტურის მონასტრები და დღემდე, ეს ქართული კულტურის ძეგლი წართმეულია და ოკუპირებულია. რა მნიშვნელობა აქვს პუტინი წამართმევს სოხუმს, ცხინვალს, ილორს, ბედიას, ქსნის ხეობას თუ ალიევი მსოფლიო კულტურის ძეგლს - დავით გარეჯს, - განაცხადა ნათელაშვილმა.