ანაკლიის პროექტი - "ქართულმა ოცნებამ" ბელგიურ კომპანიასთან კონტრაქტს გადახედა
ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება - ეს განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ მთვრობის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გადაიხედა. "ოცნების" ლიდერის მტკიცებით, შედეგად, ხარჯები 25%-ით შემცირდა.
- 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს.
მისი თქმით, საუბარია ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე. დაზოგილი თანხა კი 52.5 მლნ დოლარია.
შევეხები ანაკლიის ინფრასტრუქტურის თემას. როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203,9 მილიარდი დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. კონკრეტულად, პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 52 ნახევარი მილიონი დოლარი დაუზოგა“,- განაცხადა კობახიძემ.