ჯარიმებზე ამნისტიის საკითხის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

08.04.26 16:11
ჯარიმებზე ამნისტიის საკითხის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში ჯარიმებზე ამნისტიის საკითხის განხილვა, რომლის კანონპროექტიც ფრაქციამ "საქართველოსთის" წარადგინა.

გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დავით მათიკაშვილმა სოფიო ხორგუანს უთხრა, რომ იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელიც "ბელადია"

თქვენ ვერ გვასწავლით ჩვენ ჰუმანიზმს პირდაპირ გეტყვით. იმ პარტიის წარმომადგენელმა, რომლის ბელადმა თვალები დათხარა ხალხს ვერ გვასწავლის აქ ქრისტიანულ მორალს"- უთხრა მათიკაშვილმა ხორგუანს. 

"ალბათ თქვენ გყავთ ბელადები. ყველა საკუთარი საზომით ზომავს" - ასე უპასუხა გახარიას გუნდის წევრმა მათიკაშვილს და უთხრა, რომ 20 ივნისის საქმე ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ "შეთითხნილია. 

მე არ ვიცი, ალბათ თქვენ გყავთ ბელადები. ყველა საკუთარი საზომით ზომავს, ჩვენ არ გვყავს ბელადები ჩვენს პოლიტიკურ გუნდში. შეახეთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ამნისტია სწორედ 20 ივნისთან მიმართებით და ამიტომ ახლა მოიგონეთ საქმე. იპოვეთ რაღაც მუხლი და ამით შეთითხნილი საქმეა ახლა წასული სასამართლოში"- თქვა ხორგუანმა.  

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გახარიას გუნდის წევრს ტერმინოლოგია დაუწუნა და სიტყვა "შეთითხნილის" გამო სოფიო ხორგუანს შენიშვნა მისცა. 

ვისაუბროთ იმ ლექსიკით, რაც დამახასიათებელი უნდა იყოს პარლამენტის წევრისთვის. ძალიან გთხოვთ შეთითხვნებს და ასეთ ტერმინოლოგიას თავი", - თქვა გორდულაძემ.

"შეთითხნილი ისევე ქართული სიტყვა არის, როგორც ბელადი" - უპასუხა ხორგუანმა, რაზეც გოგულაძემ მას "კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისკენ" მოუწოდა".

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, არჩილ გორდულაძემ ხორგუანს ჰკითხა, მიმდინარეობდა თუ არა ძალადობრივი ფაქტები ე.წ. აქციის მონაწილეებისგან?- რაზეც პასუხადაც გახარიას გუნდის წევრმა მას უთხრა, რომ თავს ბრალდებულის ამპლუაში გრძნობს, რომელსაც პროკურორი უსვამს კითხვებს.

მემგონი  თქვენ პროკურორის როლში შეხვედით და გგონიათ მე აქ ბრალდებული ან მოწმე ვარ, რომელიღაცა სისხლის სამართლის საქმეზე. მაშინაც არ აქვს პროკურორს ისაუბრობს ამ ტექსტით -ნუ ამბობთო მომიწოდებთ. მე ვილაპარაკებ იმას, რაც მიმაჩნია საჭიროდ", - თქვა ხორგუანმა. 

ყოფილი პრემიერის პარტიის წევრმა გორუდლაძეს ჟურნალისტებზე ძალადობა და შსს-ს წარმომადგენლებსი მხრიდან სისტემური წამებსი მაგალიტები შეახსენა და ამის დაგმობა მოითხოვა: თქვენ პირდაპირ ეთერში უყურეთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თქვენ გმობთ თუ არა შსს-ს სახელით მოქმედი ადამიანები აწამებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ, ღირესებას ულახავდნენ პროტესტანტებს",

ვგმობთ - იყო არჩლ გორუდლაძის პასუხი. 

  • შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლების კანონპროექტი გახარიას გუნდმა წარადგინა პარლამენტში.

როგორც ხორგუანმა განმარტა, დაახლოებით 7 810 საჯარიმო ოქმია გამოწერილია, რაც დაჯარიმებული პირებისთვის, მათი ოჯახებისთვის დიდი წნეხია და მათ ამ წნეხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ხორგუანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივის მიღება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ არსებული პოლარიზაცია შემცირდეს. ხორგუანმა აქვე დასძინა, რომ აქეთკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მან, ვისაც მეტი ძალა გააჩნია.