ივანიშვილის ფილოსოფოსის ახალი ბრალდება ტრამპს
ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად "ქართული ოცნება" თბილისიდან ბუდაპეშტში მიდის. მმართველი პარტიის რიგითი დეპუტატები უნგრეთის ისტორიულ არჩევნებს დააკვირდებიან. ორბანს ღია მხარდაჭერას უცხადებენ და იმედი აქვთ, რომ უნგრეთის პრემიერი, რომელიც თავს "პუტინის დამხმარე თაგვს" უწოდებს, არჩევნებში გაიმარჯვებს.
ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად ოპტიმისტური ტონისა, "ოცნებას" ორბანის არჩევნებში დამარცხების შიში აქვს. ამას თავად საჯაროდ ვერ ამბობენ, თუმცა, მათ ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკე ფილოსოფოსი საუბრობს. ზაზა შათირიშვილი წუხს, რომ ტრამპის ღია მხარდაჭერა შესაძლოა, ვიქტორ ორბანისთვის დიდი კრახით დასრულდეს, მის მიღმა კი "დიფ სთეითს" ხედავს.
ოპოზიცია წერილში ბიძინა ივანიშვილის შიშებს ხედავს, რომ შესაძლოა ევროპაში ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს.