აქციის მონაწილეები ისევ დააჯარიმეს - ნაწილს ანგარიშები დაუყადაღეს

08.04.26 21:25
აქციის მონაწილეები ისევ დააჯარიმეს  - ნაწილს ანგარიშები დაუყადაღეს

უწყვეტი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომები არ წყდება.  გასული დღეების განმავლობაში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, აქციებში მონაწილების გამო,  აქტივისტები ერთმანეთის მიყოლებით ან დააჯარიმეს ან დააყადაღეს.

დაჯარიმებულთა ვრცელ სიაშია ტელეკომპანია „ფორმულას“ რეპორტიორი, ლიზა ციციშვილიც. ჟურნალისტი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას,  სამიზნედ მეორედ იქცა. ჯერ გასული წლის ნოემბერში, საპატრულო პოლიციის ავტომობილში, გზის გადაკეტვის ბრალდებით ჩასვეს იმ დროს როდესაც მიკროფონით ხელში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი დააყადაღეს რადგან ირკვევა, რომ  5000 ლარით იყო დაჯარიმებული.

მხოლოდ ბოლო ორ დღეში აღსრულების ეროვნული  ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე არა ერთი აქტივისტს საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, ვიდრე ჯარიმებს არ გადაიხდიან, მოქალაქეებს საარსებო ხარჯების გაწევაც არ შეეძლებათ. 

ხატია სამხარაძე დეტალებით