რამ გამოიწვია ისტორიული შენობის ნგრევა თბილისში - ვინ არის პასუხისმგებელი

08.04.26 21:33
რამ გამოიწვია ისტორიული შენობის ნგრევა თბილისში - ვინ არის პასუხისმგებელი

სახლი ოპერასთან, ღამით იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც  ამ ეზოში მობინადრეები კუთვნილ ბინებში იყვენენ.  ვასო აბაშიძის 11 ნომერის მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ სახლი ძველ უბანში რომ ავარიული იყო, ამაზე ის ბზარები მეტყველებს, რომელიც სახლის ფასადს ნგრევის დაწყებამდეც ჰქონდა. გამგეობა ამტკიცებს, რომ სახლი არ დაინგრეოდა რომ არა, პირველი სართული მობინადრე, რომელმაც უნებართვოდ, სარეკონსტურქციო სამუშაოები დაიწო.  

ნგრევას ოპერასთან მობინადრეები გადაურჩნენ, მათ გამოსვლა მოასწრეს. ტერიტორია ახლა ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, 12 ოჯახი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. 

ვასო აბაშიძის ქუჩაზე, ეს ერთადერთი ავარიული საცხოვრებელი სახლი არ არის. როგორც ადგილობრივები ყვებიან მსგავსი ვითარებაა მთელს ქუჩაზე. დაბზარული და ჩამოშლილია კედლები. თუმცა ხალხის პრობლემებით არავინ ინტერესდება, ავარიული შენობების აღსადგენად ფული მერიას არასდროს აქვს.

დიანა ჩირგაძე დეტალებით