მადლობა! - 9 აპრილის მემორიალთან მისული ფიშერი მოქალაქეებმა ტაშით გააცილეს

09.04.26 11:47
მადლობა! - 9 აპრილის მემორიალთან მისული ფიშერი მოქალაქეებმა ტაშით გააცილეს

"მადლობა!" - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ 9 აპრილის მემორიალთან მისულ გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს აქციის მონაწილეები. 

დიპლომატმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი რამდენიმე წუთის წინ მიაგო.

„ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს"- თქვა მან მედიასთან გაკეთებულ კომენტარში. 

აქ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ამიტომ, ეს აკავშირებს საქართველოსა და გერმანიას, ასევე, მსოფლიოს ყველა იმ ხალხს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის“, - განაცხადა ფიშერმა.

დიპლომატმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დასმულ კითხვას არ უპასუხა.