"ვაგრძელებთ ერთიანი, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას" - შვედეთის ელჩი საქართველოში

09.04.26 14:30
"ვაგრძელებთ ერთიანი, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას" - შვედეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი 9 აპრილის 37 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ავრცელებს, სადაც მან 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შემაკო.

"ყვავილები დავდეთ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც სიცოცხლე შესწირა თავისუფალი საქართველოსთვის" - წერს შვედეთის ელჩი სოციალურ ქსელში. 

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ქართული, მშვიდობიანი დემონსტრაციები დაშალეს. 

დღეს, სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის კოლეგებთან ერთად, ჩვენ ყვავილები დავდეთ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც სიცოცხლე შესწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი, ევროპული საქართველოს მხარდაჭერას," - წერს ანა ლიბერგი.