არავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი - გვარამია
არავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი - ამის შესახებ 9 აპრილის გმირთა მემორიალთან ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"კოალიცის ცვლილებების" ლიდერის თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომლის წევრებსაც ხალხი უსტვენს.
ამ დღეს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა - ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა სწორედ ამ შენობაში. არავინ, ვინც გავრილოვს ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვამს, არ იქნება ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი. ის, რაც აქ ვნახეთ, ნამდვილად უსიამოვნოა - ის, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქ არ მოესვლება ისე, რომ ხალხმა არ დაუსტვინოს. ძალიან მძიმე ამბავია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ქართული ოცნების" წევრების რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას პროტესტი მოჰყვა. "მონებო", "რუსებო", "სირცხვილი"- სკანდირებდნენ ადგილზე მყოფი მოქალაქეები კობახიძისა და მისი კაბინეტის გამოჩენისას.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მიხეილ ყაველაშვილისა და სხვა "ოცნების" წევრების მემორიალთან მისვლამდე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით განარიდა ტერიტორიას და ადგილზე საპატიო ყარაული ჩააყენა.