9 აპრილს მოპოვებული თავისუფლება საფრთხეშია - თინა ბოკუჩავა
"ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სწორედ აქ, პარლამენტის კიბეებზე შეწირეს თავიანთ ქვეყანას" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
პოლიტიკოსმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, სწორედ ამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძიან დღეს ის ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველზე და არ წყვეტენ პროტესტს.
ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სწორედ აქ, პარლამენტის კიბეებზე შეწირეს თავიანთ ქვეყანას, ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა დღესაც საფრთხეშია და ისევ ამ ღირებულებებისთვის, ამ უძირფასესი წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც დგანან რუსთაველზე, არ წყვეტენ პროტესტს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 37 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.