პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც მე-2 წელია 9 აპრილის მემორიალთან მშვიდად ვერ მიდის - გვარამია
ჩვენ პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც მეორე წელია 9 აპრილის მემორიალთან მშვიდად ვერ მიდის. ესეთი არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მისი დამოკიდებულება “ოცნებისადმი“, ის, რომ მათ მემორიალთან უსტვენდნენ, სასიამოვნო საყურებელი არ ყოფილა.
ყველანაირ ხელისუფლებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, დამოკიდებულებები, შეცდომები, წარმატებები და ა.შ. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან ვერ მიდის, ასეთი არ გვყოლია.
დღეს მათ უსტვენდნენ. მიუხედავად იმის, რომ “ქართული ოცნებაა“, ამის ყურება სასიამოვნო არ არის. ზუსტად ის გამოხატა ხალხმა, რასაც ფიქრობენდ ა იმსახურებენ. იქ იდგენენ ადამიანები, ვისი შვილებიც უდანაშაულოდ არიან ციხეში და რომლებიც ზუსტად ისე იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როგორც ეს 37 წლის წინ იყო. ის, რომ დღეს არავის არ კლავენ, ისე როგორც რუსები კლავდნენ, ამისთვის მადლობას ვერ იმსახურებენ და მიიღებენ,-განაცხადა გვარამიამ.