თბილისიდან ელჩის გაწვევის შემდეგ ესტონეთმა ერევანში საელჩო გახსნა
თბილისიდან ელჩის გაწვევის შემდეგ, ესტონეთმა სომხეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა ოფიციალურად გახსნა. საელჩო უკვე ფუნქციონირებს ერევანში.
სომხეთში ვიზიტით იმყოფება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, რომელმაც სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ესტონეთი სომხეთის „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მისი ერთგული მოკავშირე იქნება.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ერევანში გახსნილ დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს სწორედ ის ელჩი, რომელიც ამ დრომდე საქართველოში ასრულებდა ამავე ფუნქციას.
მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ესტონეთი სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავებას კონკრეტული ნაბიჯებით უკვე იწყებს.
ბოლოს როცა ამ ქვეყანაში ვიყავი, ვთქვი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და გავხსნიდი ესტონეთის საელჩოს. ესტონეთი პატარა ქვეყანაა და ის ამ წელს ხუთ ქვეყანაში საელჩოს გახსნას გეგმავს, სომხეთი პირველი იქნება ამ წელს. თქვენ მიგყავთ სომხეთი მშვიდობისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ, კეთილდღეობისკენ. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და გვინდა ვიყოთ ამ პროცესში თქვენი მხადამჭერები. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვართ, ჩვენ გვინდა ამ რთულ დროს თქვენთან ერთად ვიყოთ. თქვენ იღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს თქვენი ერისთვის, რეგიონისთვის, ევროპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მალე ჩვენი პრემიერ-მინისტრიც ეწვევა სომხეთს. ასევე ჩმოვლენ ევროპელი ლიდერები. ეს ყველაფერი ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობისაა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კიბერუსაფრთხოების წვრთნები, როგორ დავიცვათ თავი საგარეო კიბერშეტევებისგან. ასევე გავხსენით ბიზნესპროგრამა სომხური კომპანიებისთვის. ამიტომ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ თქვენთან ერთად და კიდევ უფრო მეტი იქნება.
ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი სამყარო გამოწვევებით სავსეა და სამწუხაროდ თავისუფლება არ არის გარანტირებული. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ თავისუფლება არამედ უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო ამას ვერასდროს შევძლებთ, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება მეგობრები.
ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი მსოფლიო ძალიან რთულია და, სამწუხაროდ, თავისუფლება არ არის გარანტირებული. ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ თავისუფლება, არამედ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსულის გამოცდილებაც — მარტო ამას ვერასდროს შევძლებთ. ყოველთვის გვჭირდება მეგობრები.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ესტონელები დარჩებიან თქვენი საუკეთესო მეგობრები, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ შეხვედრაზე.
მარგე კაჰარმე, რომელიც თბილისში 2024 წლიდან მუშაობდა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, საქართველოს დედაქალაქი 10 მარტს დატოვა. მის ნაცვლად საქართველოში ესტონეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.