დღეს უწყვეტი პროტესტის 500 დღე შესრულდა, გილოცავთ აღდგომას თავისუფალ ქართველებს! - ჯო უილსონი

12.04.26 10:29
დღეს უწყვეტი პროტესტის 500 დღე შესრულდა, გილოცავთ აღდგომას თავისუფალ ქართველებს! - ჯო უილსონი

კონგესმენი ჯო უილსონი ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

კონგესენი რესპუბლიკური პარტიიდან აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში უწყვეტი პროტესტის 500 დღე შესრულდა და ქართველ ერს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს.

სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე, - წერს ჯო უილსონი. 

დღეს შესრულდა უკვე 500 დღე უწყვეტი პროტესტისა, რომელსაც გაბედული ქართველი ხალხი ატარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანისა და რუსეთის გავლენისა და კორუფციის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში.

გილოცავთ აღდგომას თავისუფალ ქართველებს!
საქართველო იქნება თავისუფალი.
სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე, - წერს უილსონი.