ორბანი დამარცხდა, "ოცნებამ" მთავარი ფარი დაკარგა - ექსპერტები

13.04.26 11:42
ორბანი დამარცხდა, "ოცნებამ" მთავარი ფარი დაკარგა - ექსპერტები

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უნგრეთში განვითარებული პროცესები შესაძლოა პირდაპირ აისახოს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზეც, განსაკუთრებით — ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. მათი შეფასებით, „ოცნების“ მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულება შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს და კვლავ აქტუალური გახდეს პერსონალური სანქციების საკითხი.

ანალიტიკოსების თქმით, უნგრეთის პოლიტიკური ცვლილება ნიშნავს, რომ ევროკავშირში იკლებს იმ ძალების გავლენა, რომლებიც აქამდე გარკვეულწილად ბალანსს ქმნიდნენ. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ ბრიუსელმა უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროპულ კურსს შორდებიან.

არის ალბათობა კვლავ ევროკავშირის ერთიანობის გაძლიერების კუთხით, რომ არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირში კვლავ წამოიწიოს პერსონალური სანქციების საკითხმა და ამ შემთხვევაში, უკვე ივანიშვილის დამცველი ბრიუსელში არავინ დარჩა.

უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთში ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, უნგრეთში არსებობს დიდი პოლიტიკური კულტურა, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდი, ვიდრეს ეს საქართველოს გააჩნია და უნგრეთში, მათ შორის, საარჩევნო ინსტიტუტები აბსოლუტურად სხვაგვარად ფუნქციონირებენ. ამიტომ, რა აუცილებელია საქართველოსგან, ეს არის მოსახლეობის კიდევ უფრო ინფორმირებულობა იმაში, რომ რუსული გზა არის საქართველოსთვის დამღუპველი, - ამბობს საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი.

ამასთან, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთში დემოკრატიული ძალების გამარჯვება „ტექტონიკურ ცვლილებას“ წარმოადგენს ევროპის პოლიტიკაში და პირდაპირ გავლენას მოახდენს "ოცნების" ხელისუფლების პოზიციებზე. 

ორბანი დამარცხდა, უგრეთი თავისუფალია. უნგრეთში დემოკრატიული ძალების გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩამოშლილია ლიბერალური დემოკრატიის მოდელი, რომელსაც ორბანი აშენებდა 16 წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ საბჭოში ტროას ცხენი ორბანის სახით აღარ არსებობს და "ქართული ოცნება" დაკარგავს მთავარ ფარს, ეს იყო ვეტოს უფლება, რომელიც ჰქონდა ორბანს და რომელიც ბლოკავდა აქტიური, რეალური, სანქციების დაწესებას, რის გამოც დღის წესრიგში საერთოდ დადგა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაც. ეს არის მნიშვნელოივანი, ტექტონიკური ცვლლილება მთლიანად ევროპის პოლიტიკისთვის და რა თქმა უნდა, ჩენთვისაც, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილისთვის და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშნელობა, - ამბობს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძNებელი და პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი. 

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.

ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.