ივანიშვილი დაიწყებს ბორგვას … ყულფი ვიწროვდება - ლაშა ბუღაძე
უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება პრორუსული რეჟიმებისთვის სიგნალია, - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე საუბრობს. მისი თქმით, უნგრეთის მაგალითმა აჩვენა, რომ ავტორიტარული მმართველობის დამარცხება შესაძლებელია მაშინ, როდესაც საზოგადოება კონსოლიდირდება და არჩევნებში აქტიურად ერთვება.
ბუღაძე ამბობს, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება გავლენას მოახდენს საქართველოს ხელისუფლებაზეც, რადგან „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში მხარდამჭერი აღარ ჰყავს. მისივე შეფასებით, ეს პროცესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სანქციების საკითხის გააქტიურებასთან და ვიზალიბერალიზაციის თემასთანაც.
უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ამიტომ პრინციპში, ის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდა ორბანი, ომის შიში არ იყო პირდაპირი, ომის შიშმა არ იმუშავა, იმიტომ, რომ ის აბამდე უკრაინას. ჩვენს შემთხვევაში, პირდაპირია ეს შიში და ამიტომ "ქართულ ოცებას" რა ჰქონდა და რა აქვს პროპაგანდისტული ნარატივი? ომის შიში. ბაზისურად ვერ მოსპო ევროპული დემოკრატია უნგრეთში და რაც მთავარია, ახალგაზრდები იყვნენ ძალიან აქტიურები უნგრეთში. ახალგაზრდები გამოვიდნენ, უარი უთხრეს იმ გერონტოკორატიას თუ კლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას. იყო ერთი ლიდერი და ამ ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთაინდა ყველა სხვა ოპოზიციური ძალა. ჩვენს შემთხვევაში ეს არ მომხდარა. მაგალითი არის კონსოლიდაცია, იმედის მიცემა. ივანიშვილი დაიწყებს ახლა ბორგვას, მოუწევს რაღაც გარკვეული ცვლილებების გატარება, იმიტომ, რომ მას მხარდამწერი აღარ ჰყავს ევროკავშირში. ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შეცვლა განპირორებული იყო სწორედ იმიტომ, რომ ორბნი ბლოკავდა პირადად "ოცნების" წევრებისთვის სანქციების დადებას. ცხადია, უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, გარღვევა მოხდა თითქოს კვანძის გახსნის მსგავსი. პრორუსული რეჟიმებისთვის ყულფი ვიწროვდება, ამიტომ, ბუენრბივი, ჩვენი ავტოკრატიისთვის და ოლიგარქიისთვისაც ეს არის სიგნალი, - ამბობს ლასა ბუღაძე.
უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარას ოპოზიციური პარტია „ტისა“ დამაჯერებლად ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას უახლოვდება.
ვიქტორ ორბანმა უკვე მიულოცა პეტერ მადიარას გამარჯვება და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ნათელია, თუმცა „მტკივნეულია“. მისი თქმით, „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდანაც გააგრძელებს.