რადგან ორბანი აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცებ ყველაფერო გამარტივდება- შარლ მიშელი
რა შეიცვლება ევროკავშირისთვის ვიქტორ ორბანის დამარცხებით - ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ “მიუხედავად უნგრეთის პრორუსი ლიდერის დამარცხებისა, არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის ყველაფერი გამარტივდა.“
მიშელს არ აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ერთ დღეში დალაგდება. თუმცა, ფიქრობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეტი ევროპული ერთიანობისკენ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის და ასევე ისტორიული მომენტი უნგრეთის მომავლისთვის. ვფიქრობ, ამ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება მეტი ევროპული ერთიანობის მიღწევა. ასევე, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ კონტექსტში. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს ასევე არის თეთრი სახლის დამარცხებაც. გამოკითხვები მიუთითებდა იმაზე, რომ ასეთ შედეგთან ახლოს ვიყავით, თუმცა ბოლომდე არავინ იცის ხოლმე. დღეს ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეტი ევროპული ერთიანობისკენ. იმედი მაქვს, ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს იყოს უფრო ინტეგრირებული, ამბიციური და საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა ევროპული სუვერენიტეტი არა მხოლოდ სლოგანი, არამედ რეალობა გახდეს. რადგან ის ფაქტი, რომ ვიქტორ ორბანი აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცებ ყველაფერი გამარტივდება. ევროკავშირის შიგნით რეალისტები უნდა ვიყოთ. თუმცა აბსოლუტურად ნათელია, რომ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით ჩვენს ურთიერთობებში უკრაინასთან, თეთრ სახლთან და ზოგადად უნგრეთის როლზე ეს იყო დამაბრკოლებელი როლი,- განაცხადა შარლმ მიშელმა.