უნგრეთში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ “არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა“
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.
„არჩევნებმა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე“, - თქვა ლევან მახაშვილმა.
დავით მათიკაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა „არ იმოქმედებს იმ გამორჩეულად კარგ ურთიერთობაზე, რომელიც უნგრელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს“:
ცნობისთვის, 2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები აკვირდებოდნენ.