"ათწლეულების განმავლობაში ორბანი იყო ტროას ცხენი ევროკავშირის შიგნით" - გიორგი მელაშვილი

13.04.26 22:08
"ათწლეულების განმავლობაში ორბანი იყო ტროას ცხენი ევროკავშირის შიგნით" - გიორგი მელაშვილი

 

 

"ათწლეულების განმავლობაში ორბანი იყო ტროას ცხენი ევროკავშირის შიგნით" - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობა წლების მანძილზე "ავტორიტარული რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა" - მათ შორის ავტორიტარული რეჟიმები უნგრეთის დახმარებით ცდილობდნენ "სასანქციო რეჟიმებიდან თავი დაეღწიათ". 

ორბანი დამარცხდა, უნგრეთი თავისუფალია, ევროპა უფრო ძლიერია - ეს არის პრინციპში ის სამი თეზისი, რომლითაც შეიძლება დავიწყოთ ამ მოვლენის შეფასება იმიტომ, რომ ათწლეულების განმავლობაში ორბანი იყო ერთგვარი ტროას ცხენი ევროკავშირის შიგნით, რომელიც ასრულებდა ყველა ავტორიტარული რეჟიმის დაკვეთას, იქნებოდა ეს რუსეთი, ჩვენ ახლახანს მოვისმინეთ სიიარტოს და ლავროვის საუბრები, სადაც პირდაპირ ლავროვი სთხოვდა უნგრეთს, რომ გამოეყვანა რუსი ოლიგარქის ახლობლები სასანქციო სიიდან, ეს იყო სხვა ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ სასანქციო რეჟიმებიდან თავი დაეღწიათ, მათ შორის ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს "ქართული ოცნებისა" და "ფიდესის" ძალიან ახლო მეგობრობა, ის, რომ ქალბატონი ბოჭორიშვილი არაერთხელ იყო, ირაკლი კობახიძე იყო უნგრეთში.

როდესაც "ქართული ოცნება" გრძნობდა, რომ მას გაუჭირდებოდა და მას დასჭირდებოდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის აღქმის შექმნა, მათ გადაურეკეს ორბანს და სთხოვეს, რომ ის ჩამოსულიყო საქართველოში და შეექმნა ეს ფსევდო აღქმა, რომ ყველაფერი კარგად იყო," - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.