გრიგოლ გეგელია: ორბანი დაჭრა მადიარმა საკუთარი იარაღით

13.04.26 22:52
გრიგოლ გეგელია: ორბანი დაჭრა მადიარმა საკუთარი იარაღით

"ორბანი რეალურად გუშინ დაჭრა მადიარმა საკუთარი იარაღით, საკუთარი რიტორიკით" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და უნგრეთის არჩევნებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, პიტერ მადიარმა წინასაარჩევნოდ სოციალურ საკითხებზე იმუშავა და ისეთი ხალხი გადაიბირა, რომლებიც ვიქტორ ორბანის პარტიას უჭერდნენ მხარს. 

პირველი იყო ის [პიტერ მადიარი], რომ ის საუბრობდა რეალურ პრობლემებზე და იგივე ხსენებული კოლეგები, მე მახსოვს, კამპანიის დროს დასცინოდნენ რეალური პრობლემების ჩვენეულ გაშუქებას, მე აღარ შევალ დეტალებში, მით უმეტეს ერთ-ორი პატიმარიც იყო მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენი ლიდერები იყვნენ მაშინ პატიმრობაში, მაგრამ მე მახსოვს, მაშინ დამცინავი პოსტები, რომ თურმე თუ წყალტუბოში გააკეთე ბრიფინგი ადგილობრივ პრობლემებზე, კონკრეტულ მაგალითს ვყვები, ეს არის რაღაცით უფრო ნაკლები, ვიდრე არის საპარლამენტო კრიზისზე საუბარი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ არის ასე იმიტომ, რომ წყალტუბოელ ადამიანს, იმერელს, დასავლელ ქართველს და საბოლოო ჯამში ქართველს, ჩვენ მოქალაქეს ადარდებს როგორც ერთი, ასევე მეორე, ადარდებს საპარლამენტო კრიზისიც და ის უსამართლობაც, რაც ეროვნულ დონეზეა, მაგრამ ამავე დროს ადარდებს თავისი ყოფითი პრობლემები და მადიარმა ეს გააკეთა სწორედ. 

მან დაიწყო სოფელ-სოფელ სიარული, ბუდაპეშტში კი არ დაუწყია, რომელიც ისედაც ოპოზიციური იყო, სოფელ-სოფელ დაიწყო სიარული, იმუშავა სოციალურ საკითხებზე, იმუშავა ასევე იმ ხალხის წამოყვანაზე, რომელიც "ფიდესს" უჭერდა მხარს ისტორიულად და მან შემოუტრიალა ორბანს საკუთარი იარაღი. ორბანი რეალურად გუშინ დაჭრა მადიარმა საკუთარი იარაღით, საკუთარი რიტორიკით, საკუთარი მის მიერვე დაგებული რიტორიკული ხაფანგებით. გენიალური რამ გააკეთა. 

ერთი რამ რაც მას ახასიათებდა თავიდანვე, ეს იყო რწმენა დემოკრატიული პროცესისადმი. მას რომ დაეწყო რუსულ სპეცოპერაციაში არ შევალო, დღეს იდგებოდა კერეპეშის გამზირზე, აქციაზე. მე არ ვამბობ, რომ აქცია ნაკლებია, დავბერდი აქციაზემე თვითონ, ჩემი ოჯახის წევრები დღემდე, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის გზებს არ ანაცვლებს ალტერნატიული გზები," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.