"ეს იყო ევროპული ერის სახელმწიფოს სისტემური გამარჯვება" - ვიქტორ ყიფიანი უნგრეთის არჩევნებზე
"ეს იყო ევროპული ერის, სახელმწიფოს სისტემური გამარჯვება" - ამის შესახებ ინიციატივა "ერი საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანამა განაცხადა და უნგრეთის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნგრეთში "ცვლილებებს კენჭი უყარეს არა უბრალოდ ადამიანებმა, არამედ მოქალაქეებმა" - " მოქალაქეებმა თქვეს, რომ ჩვენ ვიბრუნებთ საკუთრებას საკუთარ სახელმწიფოზე".
უნგრეთის შემთხვევამ ჩვენ გვიჩვენა, რომ უნგრეთში კენჭი ცვლილებებს უყარეს არა უბრალოდ ადამიანებმა, არამედ მოქალაქეებმა. შესაბამისად ეს იყო ევროპული ერის სახელმწიფოს სისტემური გამარჯვება, როდესაც მოქალაქეებმა თქვეს, რომ ჩვენ ვიბრუნებთ საკუთრებას საკუთარ სახელმწიფოზე.
რატომ არის ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი უნგრული მაგალითი და უნგრეთის არჩევნების შედეგი - აი სწორედ იმ პრობლემატიკიდან, რასაც უნგრეთი ქმნიდა ევროკავშირის ფარგლებში, უნგრული კრიზისის განბლოკვა და ევროკავშირთან გაცილებით უფრო კოოპერირებად უნგრეთის დამკვიდრება ნიშნავს უკრაინის მიმართულებით დამატებით წინააღმდეგობების ჩახსნას. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ სახელმწიფო ინტერესებზე, ეს მჭიდრო ბმაში არის უკრაინის სახელმწიფო ინტერესებთან, შესაბამისად უკრაინაში წინააღმდეგობის განმტკიცება ევროპული დახმარებით და არამარტო, ეს ქართულ კალათაში შემოტანილი გარკვეული აქტივია," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.