ხიდაშელი: ორბანიზმის დასრულებამ შეიძლება ევროკავშირში თამაშის წესები შეცვალოს

14.04.26 18:54
ხიდაშელი: ორბანიზმის დასრულებამ შეიძლება ევროკავშირში თამაშის წესები შეცვალოს

"მაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთი გახდება ყველა იმ გადაწყვეტილების თანაზიარი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში მიიღება და აღარ იქნება ობსტრუქცია დემოკრატიის წინააღმდეგ,“ — ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს. მისი შეფასებით, ორბანის ეპოქის დასრულებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს პოლიტიკური გარემო ევროკავშირში.

ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იზრდება დემოკრატიული თანამშრომლობის მოლოდინი, რაც რეგიონზეც იმოქმედებს. 

მე მოლოდინი მაქვს, რომ უნგრეთი გახდება ყველა იმ გადაწყვეტილების თანაზიარი, რომელიც ევროკავშირის, ევროპული საბჭოს ფარგლებში მომზადდება. არ მაქვს მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება ობსტრუქცია დეომკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, მაქვს მოლოდინი, რომ იქნება თანამშრომლობა დემოკრატიული პროცესის სასარგებლოდ. მე მაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთის პრემიერიც ასე მოიქცევა და იმ პირობებში, როდესაც ორბანი აღარ არის ამ საბჭოს მაგიდასთან, დიდი იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთის პრემიერიც არ დარჩება იმ ერთადერთ ხმად, რომელიც ევროკავშირში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ წავა. ორბანიზმის დამთავრებამ ფუნდამენტურად შეიძლება, შეცვალოს ძალიან ბევრი რამ და მათ შორის იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებშიც, რომლებიც მანამდე, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იგივე სლოვაკეთის პრემიერი, უბრალოდ, ორბანის ზურგს იყო ამოფარებული. ორბანის არარსებობის პირობებში საინტერესო იქნება მისი პოზიციონირება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრეთის დღევანდელი პრემიერი პრობლემა გახდება საქართველოს დემოკრატიული გზით სიარულის გზაზე, მაგრამ საინტერესო იქნება, როგორ დაიწყებს პოზიციონირებას პრემიერი ფიცო, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მთავარმა მოკავშირემ ევროკავშირში ძალაუფლება დაკარგა. ვიქტორ ორბანი არჩევნებზე დამარცხდა. მისი გუნდი ამბობს, რომ ორბანის 16-წლიანმა მმართველობამ ხალხი დაღალა.