"ოცნება" ორბანის გარეშე - რა მოლოდინი აქვთ ივანიშვილის გუნდში და რას ამბობენ ექსპერტები
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნგრეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობენ. ივანიშვილის გუნდმა ევროკავშირში მთავარი პოლიტიკური მოკავშირე დაკარგა, რაც, შეფასებების მიხედვით, საგარეო პოლიტიკურ დარტყმად აღიქმება.
ვიქტორ ორბანის დამარცხებამ და 16 წლიანი მმართველობის დასრულებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური კონიუნქტურა, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“. უნგრეთი წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო, სადაც "ოცნების" ლიდერები მხარდაჭერას იღებდნენ, ხოლო ორბანი მათთვის ევროკავშირში მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნეოდა.
ბოლო დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ორბანის გამარჯვებაზე ამყარებდნენ მოლოდინს. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიულ ღონისძიებაზე მას „პატრიოტ ლიდერად“ მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც უნგრეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის.
ამ ფონზე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ორბანის პოლიტიკური წონის შემცირება „ქართული ოცნების“ საგარეო სტრატეგიაზეც შეიძლება აისახოს და ხელისუფლებას ახალი პარტნიორებისა და მიდგომების ძიება მოუწიოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.