ამბოხის იმიტაცია თუ რეალური დაპირისპირება პარტიის შიგნით - რა ხდება "ოცნებაში"?
დიმიტრი ხუნდაძემ ივანიშვილის გუნდს ვიქტორ ორბანის მსგავსად ძალაუფლების დაკარგვა უწინასწარმეტყველა და პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს დააკისრა. მისი განცხადებით, მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დაპირება — ფასების შემცირება, რომელიც, პირიქით, იზრდება.
ხუნდაძის კრიტიკის მთავარი ადრესატი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო, რაც პარლამენტის სხდომაზეც გამოიკვეთა — "ოცნების" წევრებს მისი დაცვის მცდელობა არ ჰქონიათ. პასუხი მხოლოდ ფასების მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა გასცა.
ხუნდაძემ კობახიძის მისამართით არაერთი პრობლემა ჩამოთვალა — ფასების ზრდიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურული გამოწვევებით გაგრძელებული, მათ შორის უშუქოდ, უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი სოფლებით. მისი თქმით, არსებული მდგომარეობა პირდაპირ აისახება „ქართული ოცნების“ შედეგებზე და შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე მარცხის მიზეზიც გახდეს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.