ევროსაბჭოს კომისარი საქართველოშია - რა შეიცვალა ქვეყანაში გასული წლის კრიტიკული დასკვნის შემდეგ
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოვიდა. მისი ვიზიტის მიზანია ადგილზე შეაფასოს, რა შეიცვალა ქვეყანაში გასული წლის კრიტიკული დასკვნის შემდეგ და რამდენად შესრულდა ევროსაბჭოს რეკომენდაციები.
საქართველოში დაბრუნებულ კომისარს მძიმე სურათი ხვდება — საუბარია დაყადაღებულ ორგანიზაციებზე, შეზღუდულ არასამთავრობო სექტორზე და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ასევე ყურადღების ცენტრშია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ გავრცელებული ბრალდებები.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს დელეგაციას განუცხადეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს ახორციელებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კონკრეტული რეკომენდაციები მისცა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული შედეგები არ დაფიქსირებულა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.