რა გეგმები აქვს უნგრეთის მომავალ პრემიერს საქართველოსთან დაკავშირებით?

14.04.26 20:20
რა გეგმები აქვს უნგრეთის მომავალ პრემიერს საქართველოსთან დაკავშირებით?

უნგრეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა, საქართველოსთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბუდაპეშტი არ აპირებს ორბანის პერიოდის პოლიტიკის სრულად გაგრძელებას — მადიარი არც ძველი მოკავშირეებთან ხიდების დაწვას გეგმავს და არც „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდამჭერი იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, დიპლომატიური ფორმულირების მიღმა იკითხება, რომ მადიარი არ აპირებს აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ევროკავშირში ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერად იქცეს, როგორც ამას ვიქტორ ორბანი აკეთებდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ლიდერის სიგნალი — თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, თუმცა მკაფიო დისტანციის შენარჩუნებით. მათი თქმით, მადიარი აჩვენებს, რომ საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულ, მაგრამ უფრო დაბალანსებულ კურსს აირჩევს.

ამ ფონზე, ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანის მარცხით დაწყებული ცვლილებები შესაძლოა გაგრძელდეს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ავტოკრატიულ მმართველობას საბოლოოდ ყოველთვის აქვს დასასრული.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.