ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში შეხვედრები გამართა
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა ოფიციალური შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ამსახველ ფოტოებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
ვიზიტი #საქართველოში , დღე 1: ადამიანის უფლებების საკითხების უფრო ღრმად გასაცნობად შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, გენერალურ აუდიტორთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,- წერს ო’ფლაერტი.