გაუთვალისწინებელი ხარჯები თუ დაგეგმილი ღონისძიებები - როგორ იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი

14.04.26 20:40
გაუთვალისწინებელი ხარჯები თუ დაგეგმილი ღონისძიებები - როგორ იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი

რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხები — აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ფონდიდან 70 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 61% — დაახლოებით 42 მილიონი ლარი — კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს მოხმარდა.

კანონის მიხედვით, სარეზერვო ფონდი უნდა გამოიყენებოდეს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის — სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს. თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლება წლებია ამ რესურსს გეგმიური ღონისძიებების დასაფინანსებლადაც იყენებს.

2024 წელს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა საახალწლო ღონისძიებები, რისთვისაც 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად 6 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო „მთის დღეებისთვის“ — 3 მილიონზე მეტი.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები წინასწარ დაგეგმვადია და მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აისახოს, მაშინ როცა სარეზერვო ფონდის გამოყენება კანონით მხოლოდ საგანგებო საჭიროებებისთვის არის გათვალისწინებული.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები