ოპოზიციის ტოტალური მობილიზების პირობებში ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია - კუპრაძე

14.04.26 21:22
ოპოზიციის ტოტალური მობილიზების პირობებში ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია - კუპრაძე

„ლელო ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კურპაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ტოტალური მობილიზების პირობებში ივანიშვილის დამარცხება გარდაუვალია.

მისი თქმით, პროპაგანდასაც აქვს თავისი ლიმიტები, პროპაგანდასაც აქვს თავისი ზღვარი, რის შემდეგაც აღარ მუშაობს.

დამარცხდება ტოტალური მობილიზების პირობებში,  ოპოზიციის ტოტალური მობილიზების პირობებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არის გარდაუვალი. რატომ მე-16 წელს ორბანის დამარცხება ? ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. რეალურად “ქართულ ოცნებას“ და ვიქტორო ორბანს მსგავსი ვადები აქვთ. პროპაგანდასაც აქვს თავისი ლიმიტები, პროპაგანდასაც აქვს თავისი ზღვარი, რის შემდეგაც აღარ მუშაობს. აღარ მუშაობს რაღაც “გარეჯი საქართველოა“ საქართველო ტყუილი როცა ალიევი მეხუთეჯერ ჩამოუვიდათ სტუმრად და ერთხელ ვერ დაძრა ვერც ივანიშვილმა, ვერც კობახიძემ, ვერც ღარიბაშვილმა თავის დროზე, რომ ხო გარეჯი საქართველოა და იქნებ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. აღარ იმუშავებს ისე აქტიურად ომის შიში, მუშაობს ვაღიარო, მაგრამ ისე აქტიურად ვეღარ იმუშვებს,- განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, “ლელო“ ახლა იმ ფორმაშია, რომ შეუძლია გადამწყვეტი როლი შეიტანოს ივანიშვილის გაშვებაში, თუმცა, მხოლოდ „ლელო“ საკმარისი არ არის.

ამისთვის საჭიროა, აქეთ მხარეს, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ ეროვნული, აპტრიოტული გადაწყვეტილება და თქვან, რომ არცერთი ბრძოლსი ველს ივანიშვილს არ დაუტოვებენ და არ გაატანენ თავისუფლად 20 %-იან კახა კალაძეს დედაქალაქს, ნებისმიერ მოცემულობასი, - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები