იმ სიყალბის ჩვენება, რაზეც დგას ეს რეჟიმი და პროპაგანდა, გასაღებია სწორედ ამ პროპაგანდის დამარცხების - ირაკლი ქობალია

15.04.26 00:21
იმ სიყალბის ჩვენება, რაზეც დგას ეს რეჟიმი და პროპაგანდა, გასაღებია სწორედ ამ პროპაგანდის დამარცხების - ირაკლი ქობალია

იმ სიყალბის ჩვენება, რაზედაც დგას ეს რეჟიმი და პროპაგანდა, გასაღებია სწორედ ამ პროპაგანდის დამარცხების, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ქობალიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “რეჟიმი დგას პროპაგანდაზე იმდენად, რამდენადაც დგას ძალადობრივ მექანიზმზე, ეს არის ძალიან ვერაგი სისტემა და მისი დამარცხება არ არის მარტივი.“

რეჟიმი დგას პროპაგანდაზე იმდენად, რამდენადაც დგას ძალადობრივ მექანიზმზე, ეს არის ძალიან ვერაგი სისტემა და მისი დამარცხება არ არის მარტივი. არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ერთი მოქნევით გააქრობს ამ პრობლემას. ამას სჭირდება დისციპლინა, შესაბამისი კომუნიკაციის სტრატეგია და მე ვფიქრობ, იმ ნარატივების თუ ყალბი გზავნილების დამარცხება, რომელსაც “ქართული ოცნება“ ახვევს ქართველ ხალხს, მაგალითად, როდესაც ის ჰპირდება მშვიდობას და მანიპულირებს მათი შიშით, რომელსაც უკან უდგას წარსული, რომელიც არც ისე შორეულია, უნდა მოისმინონ ამ ადამინებმა იმის ახსნა, რომ რამდენად შეიძლება ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა, თუ ის მთლიანად იქნება დამოკიდებული მის მდაპყრობელზე და არ ეყოლება მოკავშირეები და მეგობრები, ვინც დაეხმარებიან ამ საფრთხის შეკავებაში, რამდენადაა ეს მშვიდობის გასაღები,- განაცხადა ქობალიამ.