მაკა ბოჭორიშვილს პარლმენტში ელოდებიან - მინისტრი ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდმა დაიბარა

15.04.26 11:25
მაკა ბოჭორიშვილს პარლმენტში ელოდებიან - მინისტრი ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდმა დაიბარა

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან — მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას გუნდმა დაიბარა.

როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა 19 კონკრეტული შეკითხვა, რომლებზეც მაკა ბოჭორიშვილი დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან უპასუხებს.

მინისტრს მოუწევს განმარტოს, რა ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად და რომელი რეკომენდაციები შესრულდა ევროკომისიის ანგარიშიდან.

ინტერპელაცია ხდება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების ანუ იმას, რომ "ოცნების" მთავრობა და ამ შემთხვევაში, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი - უარს ამბობს საქართველოს კოსტიტუციის დაცვაზე, სრულად გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მაშინ, როდესაც განაცხადა კობახიძემ, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ამიტომ, ყველა ჩვენი კითხვას ეხება იმას, თუ რატომ გადადგა ე.წ. ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი და ზოგადად, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

ამ ფონზე "ოცნებაში" აცადებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს. მათი მტკიცებით, საქართველოს ევროინტერგაციის პროცესი სწორედ ბრიუსელმა შეაჩერა და თავად არაფერ შუაში არიან. 

ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ გაეყინა ევროინტეგრაციის პროცესი და მათსავე წერილში ეს არის მკაფიოდ აღიშნული, ევროპულილ საბჭოს ზაფხულის გადაწყვეტილებას ვგულისხმობ. ამიტომ აქ საქართველო არაფერ შუაშია, ეს იყო ევროკავსირის გადაწყვეტილება და თუ ბრიუსელი ჩათვლის საწიროდ, თავადვე უნდა მიიღოს ამ პროცესის აღდგენის გადაწყვეტილება, - ამბობს ლევან მახაშვილი.