"ნახავთ, დაელოდეთ" - ფასების კომისიის ხელმძღვანელი გაიაფებულ პროდუქტს ვერ ასახელებს

15.04.26 17:55
"ნახავთ, დაელოდეთ" - ფასების კომისიის ხელმძღვანელი გაიაფებულ პროდუქტს ვერ ასახელებს

"ნახავთ ყველაფერს" - ასე პასუხობს ფასების კომისიის ხელმძღვანელი "პირველების " მიერ დასმულ კითხვას, რომელი პროდუქტი გაიაფდა კომისიის მუშაობის შედეგად. შოთა ბერეკაშვილი კონკრეტულ პროდუქტს ვერ ასახელებს , თუმცა ამტკიცებს, რომ ფასების კომისია "მასკარადი" არ არის. 

ნახავთ ყველაფერს... არაფერი მასკარადი არ  არის, - ამბობს ბერეკაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით , ფასების დამდგენი კომისიის შექმნისა და მუშაობის მიზანი აპრილის ბოლოს პროდუქტებზე ფასების დაკლება იყო.