მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი უფლებადამცველი ავრცელებს. ნიკა გვარამიამ ციხიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ახალი მიმართვა გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უმწვავესი ფორმის შესაჩერებლად რამდენიმე პირობას აყენებს. მათ შორის, მესამე პრეზიდენტის განმარტებით, დაემორჩილება სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას გადაიყვანენ შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მისი სიცოცხლის დასაცავად საჭირო პირობები იქნება.
მიხეილ სააკაშვილი წერილში აცხადებს, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საქართველოში ვითარების დეესკალაციის სურვილს ეფუძნება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ არეულობით რუსეთი ისარგებლებს და ქვეყანაში შემოსვლას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ელენე ხოშტარიას თანადომისთვის და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.