"ახირებული ბერიკაცის გადაწყვეტილება" - თაზო დათუნაშვილი ობსერვატორიის ცის "დაკეტვას" ივანიშვილს უკავშირებს

15.04.26 21:18
"ახირებული ბერიკაცის გადაწყვეტილება" - თაზო დათუნაშვილი ობსერვატორიის ცის "დაკეტვას" ივანიშვილს უკავშირებს

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე "ცის დაკეტვას" ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. 

მისი თქმით, "ახირებული ბერიკაცი", რომელსაც თავისი შიშები აქვს და რეალობასაა მოწყვეტილი, იმიტომ, რომ შეუძლია, "თავის სახლის გარშემო დაკეტავს ცას". 

ავტოკრატიაში, როდესაც ახირებულ ბერიკაცს, რომელსაც თავისი შიშები აქვს, თავისი უაზრო ფიქრები აქვს, რომელიც რეალობას მოწყვეტილი ადამიანია და რაღაცა ფობიები და პრობლემები აქვს, ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ შეუძლია იმიტომ, რომ ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი შეუძლია, თავის სახლის გარშემო დაკეტავს ცას," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტია, სადაც ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად აღარავის აღარ უშვებს. 

ილიაუნისაა სხვათა შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტია ის ობსერვატორია, ფაქტობრივად აღარ უშვებს იქ არავის, იქ მეცნიერული სამუშაო წესიერად აღარ მიდის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ახირება. რატომ? - იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია და სანამ რაღაცები შეუძლია, იქამდე ასე გააკეთებს და სამწუხაროდ, რაც უფრო ღრმად შევალთ ამ ავტოკრატიულ, დიქტატორულ რეჟიმში, ასეთი ოდიოზური ქმედებები და აქტები გახშირდება," - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა. 

2026 წლის 16 აპრილიდან საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება, თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება აბასთუმნის თავზე. ვისთვის "კეტავენ" ცას? - ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "რადიო თავისუფლებამ" ჩაატარა.