ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია მესამე სექტორს და ოპოზიციას ხვდება

16.04.26 13:50
ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია მესამე სექტორს და ოპოზიციას ხვდება

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია მესამე სექტორს და ოპოზიციას ხვდება - როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წევრებმა მედიასთან განაცხადეს, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების  ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული კავშირი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დადებითად გადაწყვეტით - ანტიდემოკრატიული ვითარების შეცვლით და ისეთი ტიპის ვითარების მიღწევით, რომელშიც ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები არის დაცული და განხორციელებული. შესაბამისად, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც პირდაპირ ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი და შესაძლებლობა, რომ დავიცვათ და გავახმოვანოთ საქართველოს დემოკრატიული პროტესტის ხმა", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიაციის წარმომადგენლები, მათ შორის "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი". ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ ვაიიმარის ქვეყნების წარმომადგენლები დაინტერესდებიან იმ პრობლემებით, რაც საქართველოშია. 

ისინი დაინტერესებულები იქნებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, რა მდგომარეობა არის, როგროც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური კუთხით და ჩვენი მოსაზრებები  აინტერესებთ, თუ როგორ ვაფასებთ ამ მოვლენებს, რეალობა რა არის, როგორ შეიძლება ამ პრობლემების, რაც ამ ქვეყანაშია, ამის გადაჭრა. ჩვენი როლი რა არის ამ პროცესში", - განაცხადა ნატროშვილმა. 

საქართველოში ვიზიტით იმყოფება:  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ბრის როკფეი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ლევან ჟორჟოლიანს შეხვდნენ.