"ოცნების" წევრი ამბობს, რომ თუ ოპოზიციას არჩევნებზე უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, "ხელისუფლებას გადააბარებენ"

16.04.26 15:29
"ოცნების" წევრი ამბობს, რომ თუ ოპოზიციას არჩევნებზე უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, "ხელისუფლებას გადააბარებენ"

 

 

"ქართული ოცნების" წევრი, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციას არჩევნებზე უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, "ხელისუფლებას გადააბარებენ". 

ამით ივანიშვილის გუნდის წევრი არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"კი ბატონო, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა თავის განცხადებაში, მოემზადონ 2028 წლის არჩევნებისთვის" - აცხადებს შალამბერიძე. 

ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არის არჩევნები. ამას ვამბობ ყოველთვის და მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციას, რომ გაანებონ განსხვავებული რაღაცა სცენარების წერას და ძებნას თავი. კი ბატონო, როგროც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა თავის განცხადებაში, მოემზადონ 2028 წლის არჩევნებისთვის და არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ როგორ იმუშავებს და ვის როგორი მხარდაჭერა ექნება მოსახლეობისგან. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, არჩევნების ფარგლებში ნებისმიერ შემთხვევაში, მზად არის "ქართული ოცნება" თუ ხალხის მხარდაჭერა იქნება უფრო მეტი ოპოზიციური ფლანგის მიმართ, რა თქმა უნდა გადააბარებს ხელისუფლებას", - აცხადებს შალამბერიძე. 

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნოდდ მოქალაქეეების სრული მობილიზებაა საჭირო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ  გარდამტეხი ცვლილებები დაიწყოს და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის ხმას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. 

განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გუშინ, ფბ-ლაივში გააკეთა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.