გრიგოლ გეგელია: "ქოცების" ადგილას ჩავალაგებდი ბარგი-ბარხანას და მოვემზადებოდი პოლიტიკური „ეგზიტისთვის“

16.04.26 17:47
გრიგოლ გეგელია: "ქოცების" ადგილას ჩავალაგებდი ბარგი-ბარხანას და მოვემზადებოდი პოლიტიკური „ეგზიტისთვის“

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციას და მესამე სექტორს „ვაიმარის სახელმწიფოების“ საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ.

მისი თქმით, მიმოხილულ იქნა ის გამოწვევები, რაც ახლა დგას საქართველოს წინაშე. 

გეგელია ამბობს, რომ თუ "ოცნებამ" რეალური ნაბიჯები არ გადადგა, ევროკავშირთან არანაირი სტაბილიზაცია არ იქნება. 

„ქოცებმა“ შეხედონ უნგრეთის მაგალითს, დაინახავენ საკუთარ ძალიან ახლო მომავალს, მათ ადგილას ჩავალაგებდი ბარგი-ბარხანას და მოვემზადებოდი პოლიტიკური „ეგზიტისთვის“ - ამბობს გეგელია. 

ჩვენ მიმივიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ - არავითარი დალაგება ქოცურ ფასად  არ იქნება. თუკი "ქართული ოცნების" სურს რაიმე ტიპის ნორმალიზება - იქნება ეს ევროპულ კავშირთან თუ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და  ურთიერთგანადგურებაზე მომართული პოლიტიკის შეწყვეტა. თუ რეალური ნაბიჯები მათგან არ იქნება გადადგმული, არც არანაირი სტაბილიზაცია აქ იქნება, ამიტომ ქოცური ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის სტაბილიზაცია მოხდეს, რომ რაიმე ნაბიჯები არ იქნას გადადგმული, არის კრახსითვსი განწირული. ქოცებს ასევე მინდა ვუთხრა, შეხედონ კარგად უნგრეთის მაგალითს, შეხედონ,  რა დაემართათ მათ სულიერ მამას და მამამთავარს. ასე რომ მათ ადგილას ჩავალაგებდი ბარგი- ბარხანას და გავემზადებოდი პოლიტიკური ეგზითისთის ( გასვლისთვის)", - აცახდებს გრიგოლ გეგელია.